„საქართველოში ორი სიურპირზი დამხვდა - ერთი არის საქართველო. ჩემი მეორე აღმოჩენა კი საქართველოს პატრიარქი იყო“,- განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკემ იტალიაში გამგზავრებისას, თვითმფრინავის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანაკლიაში, მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.
მე ვფიქრობ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი იქნება ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან აღმშენებლობითი საქართველოში - აი, გულწრფელად შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ეს განწყობა მაქვს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.
შალვა ნათელაშვილი ერთადერთი კაცია საქართველოს პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.
„ვფიქრობ, რომ პარტიულ არჩევნებში, პარტიული სია სადაცაა, მინიმუმ 48%-დან მაქსიმუმ 54%-მდე დიაპაზონში „ქართული ოცნება“ მიიღებს მხარდაჭერას. მაჟორიტარულ არჩევნებში კი მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ყოფილმა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შანსი გაჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ მეორე ადგილს საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატები“ დაიკავებენ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი სიტყვები, რომ ამომრჩევლის 30% ჯერ კიდევ ფიქრობს, ხოლო 150-200 000 ადამიანი "ნაცმოძრაობას" აძლევს ხმას, სიცრუის გასავრცელებლად გამოიყენა.
პაატა ბურჭულაძე, მაღალი ალბათობით, არჩევნების შემდეგ ბლოკიდან სოლიდურ ფულს მოხსნის და არამხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ ქვეყნიდანაც კი წავა, - აღნიშნული განცხადება "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარს აღარც უსმენენ, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ინტერნეტში, სავარაუდოდ, მისი და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.
ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.