„ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას, მათი ადგილი იქნება ციხეში“, - ამის შესახებ ზესტაფონის მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ განაცხადა.

სრულად...

„არ მივტირი წარსულს, მაგრამ მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სრულად...

საქართველოში რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტი დაიწყო. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ. 

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, რომლის ოფისიც კომუნისტურ წლებში აშენებულ და გარემონტებულ რაიკომის ყოფილ შენობაშია განთავსებული და რომლის კაბინეტშიც დღემდე ხრუშჩოვის მმართველობის დროს ჩამოკიდებული „ისტორიული ჭაღი“ ანათებს, აცხადებს, რომ „ასეთი აქტივობა ადიგენის მუნიციპალიტეტში კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა“ 

სრულად...

თბილისში შემოყვანილი Man-ის 10 ახალი ავტობუსი უახლოეს დღეებში ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მოძრავ N61 ავტობუსის ხაზზე დაინიშნება, აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი სხვა ხაზებზე გადანაწილდება.

სრულად...

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე რამდენიმე კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს, მათ შორის ერთ-ერთი შეეხება "რუსთავი 2"-ის საქმეს.

სრულად...

რომის პაპი ფრანცისკე პირველი დღეს, 30 სექტემბერს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ილია მეორეს და ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემის წარმომადგენლებს შეხვდება. 

სრულად...

4,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, - ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო აგარაში დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კასპში მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ჰუმინურ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს. 

სრულად...

მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან ისრაელში, რათა პატივი მიაგონ შიმონ პერესს, ისრაელის ერთ–ერთ დამფუძნებელ მამას, რომელიც ოთხშაბათს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პერესის სახელმწიფო პატივით დაკრძალვის ცერემონია პარასკევს, მოგვიანებით, იერუსალიმში გაიმართება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი