გორში ირაკლი ოქრუაშვილზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ აქტივისტების და "მითუმეტეს, "ქართული ოცნების" ლიდერების მონაწილეობას" კატეგორიულად გამორიცხავს ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ პირის ვინაობას ამჟღავნებს, ვინც მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. როგორც ოქრუაშვილმა გორში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პირი ალექსანდრე ინდუაშვილია.
„გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში არ ჩაერიოს.
„მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ, თქვენი ჩართულობის გარეშე, განათლების, პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული; ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც წინასწარ მიულოცა პროფესიული დღესასწაული.
ხობის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ აწყობს.
საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები საავდმყოფოში წუხელ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ბერაიამ და ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. პაპის ოფიციალური გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
ქალაქ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოსალოდნელია პროვოკაციები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.