საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემის ფაქტი კიდევ ერთხელ შეაფასა და მას "ისტორიული მოვლენა" უწოდა.
2008 წლის შემდეგ პირველად OPEC -ი დათანხმდა ნავთობის წარმოების შემცირებას, რამაც ნედლ ნავთობზე ფასების ზრდა უკვე გამოიწვია. აღნიშნულ შეთანხმებამდე ნავთობის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები ოთხშაბათს ალჟირში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მივიდნენ. ახალი ამბის გავრცელებისთანავე ერთი ბარელი ნავთობის ფასმა თითქმის 6%–ით მოიმატა და მისმა ღირებულებამ 49 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
შეერთებული შტატების პირველი საპრეზიდენტო დებატებიდან ორის დღის შემდეგ დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთი ოფიციალური მხარდაჭერა მიიღო წამყვანი რესპუბლიკელისაგან. ამის შესახებ BBC წერს.
„მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ჭორაობაზე დავიწყო საუბარი და კინკლაობა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ის თანხები მოდიოდა მთლიანად ბიძინა ივანიშვილისგან“,-განაცხადა მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „გირჩზე“ საუბრისას.
„ვფიქრობ, რომ გუნდს, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, კონკრეტული გეგმა, ხედვა და სტრატეგია აქვს, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის მოძრაობა „ახალი საქართველო“ საარჩევნო ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ რჩება.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ინტერნეტში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს განცხადებები "გაკოტრებული პოლიტიკური ლიდერების" მიერ იყო გაკეთებული.
საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პაპი საქართველოში, პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის.
"დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია დესტაბილიზაციის იმ გეგმაზე, რომელიც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
„ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან და სატელეფონო გადაწერებიდან ნებისმიერი საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის“,-განაცხადა ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.