რუსეთის ფედერაციამ, მიმდინარე წლის 18 სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ გახსნა 21 საარჩევნო უბანი.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს თქმით, განსაცდელი ხშირად მოდის ღვთისაგან, რათა ადამიანის გრძნობებისა და რწმენის გამოცდა მოხდეს.
კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა 37,8 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. აქედან 17,3 ათასი ტონა რქაწითელი, 17 ათასი ტონა საფერავი, 1,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ამერიკის შტატ მინესოტაში ქალაქ სენტ-კლაუდში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა, სულ მცირე 8 ადამიანი დაჭრა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2017“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში, სტუმრად მონტენეგრო 90:84 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქ.ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
ნიუ იორკის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანმა მიიღო დაზიანება. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება. ამის შესახებ BBC წერს.
ბიძინა ივანიშვილისგან ჩემი მართვა არ ხორციელდებოდა არც ერთ ეტაპზე გარდა იმ პერიოდისა, როდესაც მე ვიყავი მინისტრი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TV პირველის" ეთერში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მე არ მგონია, რომ პოზიტიურია ის პოზიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აფიქსირებს, როგორც ქართულ-უკრაინული ურთიერთობების კონტექსტში, ისე საქართველოში წინაასაარჩევნო პროცესში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TV პირველის" ეთერში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.