საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიის მონაწილე 500-მდე ახალგაზრდას შეხვდა და სერთიფიკატები გადასცა.
ჩვენ პროფესიონალების, გულანთებული ადამიანების გუნდი ვართ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში ადგილობრივებთან შეხვედრისას გააკეთა.
დავამთავროთ ეს დესტრუქციული მიდგომები, დავამთავროთ ეს შეურაცხყოფების მიყენება ერთმანეთზე, ფიზიკური ძალადობა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალურ პროცედურას, სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია ასეთი ამბიციური, ასეთი მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სივრცითი მოწყობის გეგმასთან დაკავშირებით ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სირიაში ავიადარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ინფორმაციის მინისტრი ვაილ ადილ სალმან ალ-ფუიადი დაიღუპა.
მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფანჯრიდან შემოყვანას ხელს არ შევუწყობ, არც ახლა და არც მომავალ პარლამენტში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა
„მე ჩემს თავს „მეხანძრესაც“ კი ვუწოდებდი, მაგრამ ყველა ხანძარი ვერ ჩავაქრე და უფსკრული ვერ ამოვავსე. ეს ვერ შევძელი და ამას ვნანობ“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რის საფუძველზეც, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 3500-მდე მეხანძრე-მაშველს, პოლიციელების მსგავსად, სპეციალური წოდებები მიენიჭათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.