მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში უარყოფით პასუხს მიიღებენ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI)-ის კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა, შედეგად, თუ 2011 წელს საკრებულოს დაფინანსება 6,072,200 ლარი იყო, 2016 წლის გეგმა 14,052,000 ლარს შეადგენს
სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება - გავრცელების საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე არიან დაბარებული. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის „ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩინებულია“. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ტრამპის ექიმის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქართული ოცნება“ მზად არის მემორანდუმი გაუგზავნოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და მათთან დაიწყოს კონსულტაციები“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„საქართველო არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყანა რეგიონში“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე პრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ჩვენ გვინდა მომავლის პოლიტიკა; მომავლის პოლიტიკა არის საქმის კეთება, ადამიანებზე ზრუნვა, მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, გაერთიანება და უკეთესი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობა, - გიორგი კვირიკაშვილი.
ჩვენ გვინდა მომავლის პოლიტიკა; მომავლის პოლიტიკა არის საქმის კეთება, ადამიანებზე ზრუნვა, მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, გაერთიანება და უკეთესი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კასპის მოსახლეობას, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი წარუდგინა.
"ირაკლი ღარიბაშვილმა დავით უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო", - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, რეგიონულ მედიასა და ადგილობრივებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა, რომ "რესპუბლიკური პარტია" უნდა გამხდარიყო მმართველი ძალა და დავით უსუფაშვილი პრემიერ მინისტრი, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, რეგიონულ მედიასა და ადგილობრევებთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.