"ქართული ოცნება" და ირაკლი ოქრუაშვილი სინქრონულად მოქმედებენ" - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გორის საკრებულოში გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის “დამოუკიდებლობას,” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა.
ფინანათა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება. როგორც ნიდარ ხადურმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით, იანვარი შედარებით სუსტი იყო.
საქართველოს შავი ზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების, კოღოების გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ამ საქმეზე პროკურატურას არავითარი უტყუარი მტკიცებულება არ გააჩნია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველოს არაფრის არ უნდა ეშინოდეს, გადარჩება და ბედნიერი იქნება.
ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ეს მიანიშნებს იმაზე რომ კოდექსმა გაამართლა, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ UNICEF-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის კონფერენციაზე.
დავით ნარმანია ქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
მშენებლობისას ”მწვანე სახურავებისა” და ტერასების განვითარებას დედაქალაქის მთავრობა წაახალისებს, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.