პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის აზრით, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ვაშაძის წასვლა შესაძლოა პარტიაში არსებულ კრიზისზე მეტყველებდეს.

სრულად...

სერგო რატიანი  გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების საკითხს ეხმაურება. რატიანი აცხადებს, რომ ვაშაძის გადაწყვეტილება მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

სრულად...

დიდი მოთხოვნაა ხალხში, რომ ეს ფონდი გარდაიქმნას პოლიტიკურ პარტიად, მე ამაზე ჯერ ვერ ვუპასუხე მათ, - განაცხადა ”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ.

სრულად...

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს.

სრულად...

„ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული, კაბინეტური სისტემა, ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავის სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“ - გიორგი ვაშაძე.

სრულად...

ჩიორა თაქთაქიშვილი არსებულ საარცევნო კოდექსზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებულ საარჩევნო კოდექსს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიები უჭერენ მხარს, ხოლო ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია თანმხდება, რომ ის უნდა შეიცვალოს.

სრულად...

ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება. მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან ლამის დანასისხლად არიან და არა მგონია პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსის შეცვლის პროცესში არსებითი წვლილი შეიტანოს - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

სრულად...

პაატა ბურჭულაძე საკუთარ გუნდთან ერთად გააგრძელებს მსჯელობას და სავარაუდოდ, 10 დღეში საბოლოოდ შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც იქნება ყველასთვის სასურველი გუნდში, - განაცხადა ”საქართველოს განვითარების ფონდის” სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ჯანდიერმა ფონდის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

სრულად...

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტთან დაგეგმილ კონსულტაციებში სახელისუფლებო პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პოზიცია ნათელია და ის პრეზიდენტისთვის ცნობილია. 

სრულად...

 „ქორტიარდ მარიოტში“  ბიზნესკონფერენციაზე  ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორია. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი