პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ,,აუდიტორია 115" -ის წევრებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრება.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე სამუშაო ვიზიტად აშშ-ში იმყოფება. იგი ვაშინგტონში სენატორებს, კონგრესმენებს, არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, NDI-სა და IRI –ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები „საფუძვლიან ეჭვებს“ იწვევს, რადგან მისი თქმით, კვლევებს აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ხოლო 2012 წლიდან ჩატარებულ NDI-სა და IRI–ს ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%.
საქართველოს განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე ტექნიკურ უნივერისტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პროცესების "გარედან მართვაზე" მიუთითებს.
არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოშო ოფიციალურ ვიზიტად მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ჩუნგ უი ჰვას შეხვდა.
გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს თურქეთში, თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე გაზიანტეპის სირიელ ლტოლვილთა ბანაკში მოელიან. ამის შესახებ BBC წერს.
ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიისა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლების დაუყოვნებლივ მიცემის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევების მიხედვით, ლიდერების მიმართ კეთილგანწყობის კუთხით "საქართველოს განვითარების ფონდის" თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე ლიდერობს. მის მიმართ გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 75%-ია კეთილგანწყობილი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევების შედეგები უკვე ცნობილია. IRI-ის კვლევის თანამახმად, ნატო-ში გაწევრიანების მომხრე 79%-ია, ევროკავშირში გაწევრიანებას კი 85% უჭერს მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.