ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ნატო საქართველოს დახმარებას აგრძელებს, მანვე აღნიშნა, რომ საქართველოზე რუსეთი კვლავ ახდენს მნიშვნელოვან ზეწოლას.
ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა, სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფა და თანასწორობა განვითარების მთავარი პრინციპებია - მიხეილ ჯანელიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს. ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც მოქალაქეს, ასევე პარტიას უნდა ჰქონდეს პასიური საარჩევნო უფლება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს განცხადება იმპროვიზაციის სფეროს წარმოადგენს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ქორწინების საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრას და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარებას ეხმიანება და აცხდებს, რომ რეფერენდუმზე არ შეიძლება იყოს გატანილი არც ერთი საკითხი, რომელიც კონსტიტუციაში შეტანას ეხება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანი სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შავი ზღვის ფლოტის ყოფილი მეთაური, ადმირალი ვლადიმერ კომოედოვი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინა მზად არის, ნატო-ს ეგიდით შავი ზღვის ფლოტილიას შეუერთდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.