საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს, რაც ახალი საავტომობილო გზების მშენებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველ ნომრად მისი შესაძლო დასახელების საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, დღევანდელი ეკონომიკური ზრდა უფრო მცირეა, ვიდრე ეს 2008 წელს ომის დროსა და შემდგომ, მსოფლიო კრიზისის დროს იყო.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თბილისის მერიას ხელფასების მომატებაის რესურსები არ აქვს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების ფარგლებში მისი მინისტრის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დაშვებულია ბევრი შეცდომა, რომელიც კოალიციას არ უნდა ახასიათებდეს.
"სოკარი" საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის. როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ამის შესახებ "სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა. დაგეგმილია გაზის მოცულობის გაზრდა 500 მილიონ კუბური მეტრით.
ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საჭიროა მოხდეს სწრაფი გამოძიება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დამკვიდრებისთვის ქალთა წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ სასტუმრო "რედისონში"საერთაშორისო კონფერენციაზე "ქალები პოლიციაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების წამოღებასთან დაკავშირებით ძირითადი შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია, ამის შესახებ ბაქოდან დაბრუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.