პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია " ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მათი მმართველობის პერიოდში გამოუძიებელი 50-ზე მეტი საქმის ჩამონათვალს უგზავნის.
პარლამენტის ვიცე- სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის საჯარო სივრცეში წარმართული დებატები არ არის სასარგებლო კოალიციის ერთიანობისთვის, თუმცა მისი თქმით, ამით "კარგი მაგალითი" მიიღეს და "კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად".
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქ. ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება. ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.
"ქართული ოცნება" "მთის კანონის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციაში პარტია საზოგადოებას დეტალურად განუმარტავს, მიღებული ცვლილებებით რა შეღავათებია გათვალისწინებული მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთათვის.
ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ზაფხულამდე ჰქონდეს, ამის შესახებ ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაომ საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"არ არის აუცილებელი პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურო შენს ქვეყანას, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი გზით, მაშინ იძულებული ხარ, შეხვიდე პოლიტიკაში" - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა, პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ევროპა არ დაუშვებს რომ საბერძნეთი „ქაოსმა“ მოიცვას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობის არსებობის შესახებ კომენტირებისას. ამის შესახებ BBC წერს.
პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მხოლოდ "მრეწველებს", არამედ "რესპუბლიკელებსაც", - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრთან ფრაქციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ტყიბულში გაფიცულმა მაღაროელებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მორიგი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა ხელფასებთან დაკავშირებით უცვლელია - ისინი თანახმა არ არიან კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მიერ შეთავაზებულ ხელფასის 5%-იან მომატებაზე და მინიმუმ 20%-ით მომატებას ითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.