ამერიკელი ასტრონავტი სქოთ კელი და რუსი კოსმონავტი მიხაილ კორნიენკო, კოსმოსში თითქმის ერთწლიანი ყოფნის შემდეგ დედამიწაზე დაეშვნენ. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეშვეობით მათმა 340-დღიანმა მისიამ, 2-ჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდი მოიცვა, ვიდრე ეს ჩვეულებრივაა მიღებული.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თვლის, რომ საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება უშუალოდ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ეკუთვნის. ამის შესახებ მან "რუსთავი2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.
დემოკრატმა ჰილარი ქლინთონმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში, ე.წ. "სუპერ სამშაბათს", უმეტეს შტატებში გამარჯვება მოიპოვეს.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანაის „ნერვებმა უმტყუნა“ და მისი ოპოზიციაში გადასვლა შეცდომა იყო, - ამის შესახებ ხიდაშელმა „რუსთავი2“-ზე გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ გოგი თოფაძის განცხადებების და გააქტიურების უკან არამც და არამც არ დგას ბიძინა ივანიშვილი. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თოფაძის უკან გარე ძალები დგანან და „ეს არის კამპანიური მოქმედება“, თუმცა ხიდაშელის თქმით „ეს ძალები კოალიციაში არ უნდა ვეძებოთ და ეს ძალები ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ.“
"ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!" ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით აღძრულ საქმეში პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო. თეთრაძე სამხედრო პოლიციამ 2011 წლის სექტემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, რამდენიმე დღეში თეთრაძე გლდანის ციხეში გარდაიცვალა.
"ჩემი ინტერესია, ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს" - გიორგი მღებრიშვილი.
ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
იუსტიციის სამინისტრო სამთავრობო კომისიის წევრების მიერ, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში გიორგი პაპუაშვილისათვის მიკუთვნებულ ქულებს ასაჯაროვებს, საიდანაც ჩანს, რომ პაპუაშვილმა საკმაოდ დაბალი ქულები მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.