“გიორგი კვირიკაშვილი მრავალი ნიშნით გამორჩეული ადამიანია, ერთ-ერთი მისი გამორჩეულობა არის მისი გულწრფელობა“ - აღნიშნული განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში, პლენარული სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
რუსი ოკუპანტების მიერ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის 9 წლის ბავშვი, გაათავისუფლეს.
კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გარდაბნის მინიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ვეტერანი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გოჩა ჯამარაულია.
"არ მჯერა, რომ ბათირაშვილი დააკავეს და არც ის მჯერა, რომ მკვდარია" - განცხადება ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააკეთა.
საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გუშინ საპარლამენტო კომიტეტებში პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან 20-მდე ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. დაკავებულთა შორის ერთი 9 წლის ბავშვია, რომელიც გალში მამასთან ბიძას გადაჰყავდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი ნოდარ ჯავახიშვილი სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთთან დაკავშირებით, უკრაინულ კომპანიასთან მისი წინამორბედის, დავით შავლიაშვილის მინისტრობისას გაფორმებული მსხვილი ხელშეკრულების დეტალებს ახმოვანებს და აცხადებს, რომ გაცემული იყო 47 მილიონი ავანსი და ფაქტობრივად საერთოდ არ იყო შესრულება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, გიორგი კვირიკაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ, კობა სუბელიანს შორის შელაპარაკება მოხდა.
გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობის სხდომაზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ დასმული შეკითხვის - რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მთავრობის წევრები - პასუხად განაცხადა, რომ წინააღმდეგია ტერმინის, "არაფორმალური მმართველობის" დამკვიდრების.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს პასუხობს. ცოტა ხნის წინათ გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გოკა გაბაშვილის შეკითხვას უპასუხა. გაბაშვილმა კვირიკაშვილს უთხრა, რომ უპრიანი იქნებოდა, მის ნაცვლად ტრიბუნასთან ბიძინა ივანიშვილი მდგარიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.