საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან მიმართა და უთხრა, რომ ისინი ბევრ თემას ეხებიან, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებს და ავიწყდებათ თუ რა რა მდგომარეობაში ჩააგდეს წარმოება თავინთი მმართველობის პერიოდში და როგორ გაასხვისეს მიზერულ ფასად სტრატეგიული ობიექტები.

სრულად...

„გიორგი კვირიკაშვილმა კარგად იცის, რომ ამ თანამდებობაზე ის ბიძინა ივანიშვლის დანიშნულია“ - აღნიშნული განცხადება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ სულ ცოტა ხნის წინათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წინა და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის სხვაობა თუ გინდ იმაში მდგომარეობს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალურ ფაქტებს აქვს ადგილი, მთავარია, რომ სახელმწიფო არ ესვრის თავის მოქალაქეებს ტყვიას და არ ითხოვს გვამებს.

სრულად...

„ბატონო გივი, სწორად ვერ მოგაწოდეთ ინფორმაცია, თორე თქვენ გაიგებდით. არ მინდოდა ციფრებით მანიპულირება და გითხარით, რომ ყაჩაღობის ნაწილში, შარშანდელთან შედარებით, რამოდენიმე ერთეულით არის გაზრდილი შემთხვევები“.

სრულად...

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართველებმა შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან უნდა ისაუბრონ, ყურადსაღებია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი განცხადების მიმართ, მომდინარე იმ ქვეყნის პრეზიდენტიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, შესაძლოა შინაგანი სკეპტიციზმი გაგვაჩნდეს.

სრულად...

"დანაშაულია ღია სივრცეში წამების კადრების გაშვება და ჩვენება" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე, წამების კადრების საჯაროდ ჩვენების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

სრულად...

დეპუტატ გიორგი კანდელაკის შეკითხვის -"ქართუ ბანკის" მოგება გაიზარდა ბოლო პერიოდში 17-ჯერ და როგორ მოხდა ეს? -  საპასუხოდ გიორგი კვირიკაშვილმა კანდელაკს და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს 2011 წელი შეახსენა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს "ქართუ ბანკზე" ზეწოლა ხორციელდებოდა.

სრულად...

ლევან თარხნიშვილის მიერ ტარიფებთან და საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის არჩევნებში თარხნიშვილის ცესკო-ს თავმჯდომარეობისას საქართველოს მოქლაქეებს არჩევანი მოპარეს.

სრულად...

„ვაპირებ ინტერნეტ-კაზინოების საკითხი საფუძვლიანად შევისწავლო“ - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ გააკეთა.

სრულად...

"საერთოდ პოლტიკაშიც და საზოგადოებაშიც ფიზიკის კანონები მოქმედებს. ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობას ბუნებრივია, ბუნებრივი რეაქციები მოყვა, როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსების მხრიდან", ასე დაიწყო გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გიორგი ბარამიძისადმი სიძულვილის პოლიტიკასთან დაკავშირებული პასუხის გაცემისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი