შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ფიქრობს, რომ დაგროვებითი პენსიის პროექტში ყველა რისკი გათვლილია.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პირველ სხდომას მართავს. შესაბამისად, მას პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილი პირველად ხელმძღვანელობს.
ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პირველ კომენტარს გააკეთებს. ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ზე, 20/30-ის სტუმარი იქნება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ივანიშვილი შეაფასებს ირაკლი ღარიბაშვილის 2-წლიან საქმიანობას და საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან კაპანაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით აღმოაჩინა.
13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების მფლობელებს ზიანი აუნაზღაურდებათ. გადაწყვეტლება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
2016 წლის იანვრიდან უკრაინაში რუსული პროდუქციის შეტანა აიკრძალება. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
„ჩვენ ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომლის სახელის ხსენებაც, დამერწმუნეთ, ჯერ კიდევ დიდხანს იქნება".
პარლამენტმა პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს და მის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომელშიც ახალი სახე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ ჯანელიძე იყო წარმოდგენილი, სულ ცოტა ხნის წინათ მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.