სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელმა ლიკა გვარამიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას სკანდალური ვიდეო გაავრცელა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ერთ -ერთ ოჯახშია გადაღებული.
საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი დაიწყო, სადაც ბრალდებულებს გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილს, თბილსერვისისა და რიყის პარკის გასხვისება ბრალდებათ. სხდომას გიგი უგულავაც ესწრება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა მინისტრის კახა კახიშვილის დავალებით შეისწავლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბერის გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი თადაცვის უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენაში (DSEI 2015) მონაწილეობით გრძელდება. თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობისა და ინვესტირების სამსახურის მიერ ორგანიზებული გამოფენის ფაგრლებში კომპანია AIRBUS-ისა და THALES-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს ბათუმში კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს.
ჩილეს ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "ბიბისის" ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 8,3 მაგნიტუდა შეადგინა. ამ დროის მონაცემებით, ინფორმაცია ხუთი ადამიანის დაღუპვაზე ვრცელდება, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. სანაპირო რეგიონებიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი აღსრულების პროცედურაზე, საზოგადოებისთვის დამატებით განმარტებას აკეთებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მინისტრის კომენტარი სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას ვერ ახერხებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.