საქართველოსნაირი ქვეყნისთვის დიპლომატიური მესიჯის ერთიანობა და კონსოლიდაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, პლანეტის რომელ გეოპოლიტიკურ ნაწილში მუშაობს საელჩო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ამბასადორიალ 2015"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თუნდაც ის, რომ ნებსიმიერ კრიტიკულ კითხვას გვისამთ ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს და არ ყოფილა არავითარი ზეწოლა სამი წლის განმავლობაში, ეს არის აღიარება , რასაც შესაბამისი დაფასება, შეფასება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს "კაზინო აჭარას" მმართველი დირექტორის ვედრან ბაიატის, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვიკტორ ტროიცკის და იურიდიული პირის - შპს "კაზინო აჭარას" მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი ბასა ჯანიკაშვილი ეკა მიშველაძის თოქშოუს დახურვას ადასტურებს და ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტს ასახელებს.
საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა თანხმდება პოზიციაზე, რომ აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება.
გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდეს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
აზერბაიჯანში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. "სპუტნიკის" აზერბაიჯანის ბიუროს ცნობით, 1987 წელს დაბადებული რუჰია იბადოვა ჭასთან იდგა, როდესაც მიწისძვრა მოხდა, შედეგად იგი ჭაში ჩავარდა.
რამდენიმე დღის წინათ თურქეთის სანაპიროებთან დაღუპული ორი მცირეწლოვანის მამამ, სირიელმა აბდულა კურდიმ ქალაქ ბოდრუმის მორგში თავისი ოჯახის წევრები ამოიცნო.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიში წარუდგინა. მინისტრის თქმით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 6 304 მილიონი ლარი შეადგინა.
აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფრომაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა იყო, ხოლო ეპიცენტრი – აზერბაიჯანის ტერიტორია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.