გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი კომისარი შტეფან ფულე იმედოვნებს, რომ მიგრაციის კრიზისი ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში გაუმჯობესდა. თსუ კავკასიის რეგიონშიც ლიდერია. ამის სესახებ ინფორმაციას თსუ-ს ვებგვერდი ავრცელებს,
საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ტერირიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის, – ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული შეურაცხმყოფელი, ე.წ. კლიპის გამო საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მიმართავს.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში ერთი პირი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის მეთაურს 2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გააცნო.
თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე საკრებულომ ლაშა აბაშიძე დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 36-ე წუთზე ლევან მჭედლიძის გადაწოდებით ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა.
დიდი ბრიტანეთი მზადაა დამატებით ათასობით სირიელი ლტოლვილი მიიღოს. BBC -ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქამერონმა განაცხადა.
ერთ–ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 2017 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მანდატი, არის ის, რომ ასეთი ბაზები აქვს ჩვენს რაგბს და ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელო სარასენსის“ სარაგბო ბაზაზე სტუმრობისას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ "საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ" შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.