იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის ბრძანებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. მისი მიზანი 2015 წლის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბათუმს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11:00 საათზე პრემიერი ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომს გახსნის.
ჩვენი სურვილია დავაბრუნოთ მოსახლეობა მთაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რაჭის სოფელ უწერაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის გახსნას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მარგველაშვილს მწვავე რესპირატორული ვირუსი აქვს.
დღევანდელი ინფორმაციით, გვეუბნებიან, რომ მიგრაციის პრობლემა ხელს არ შეუშლის ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ განუცხადა.
თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს, მე მგონია, ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიმაშვილმა ჟურნალისტებს ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
ჩვენი ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
პარიზში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ორი მათგანი ხანძრის გამო ფანჯრიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.
ახალი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს პორტების და რკინიგზის გაზრდილი ტვირთბრუნვა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დამატებით 100-120 მილიონი დოლარის ფულად ნაკადს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.
უახლოესი პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.