საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. რამდენიმე წუთის წინათ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა იმ საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც ღარიბაშვილმა მიიღო.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელისთვის აუხსნელია ის ფაქტი, თუ სად წავიდა თავდაცვის სამინისტროსთვის სამი წლის განმავლობაში განკუთვნილი მილიარდნახევრიანი ბიუჯეტიდან თანხები და რატომ არის დაუსრულებელი ყაზარმები, სასადილოები, სარბენი ბილიკები, სპორტული ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

სრულად...

მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ საკუთარი პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და არავის ჰკითხოს, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის ან ხურავს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობის მიერ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის გადაწყვეტილება.

სრულად...

უკრაინის დედაქალაქში უმაღლეს რადასთან შეტაკებები შეწყდა. "უნიანის" ცნობით, ამის შესახებ კიევის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

სრულად...

არ შეიძლება, ილაპარაკო იმ ადამიანის უმწიკვლო წარსულზე, რომელიც შენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ სამართალდამცავთა ჯგუფშია, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დაჭრილ ლევან გვაზავასთან დაკავშირებით შს მინისტრის პირველი მოადგილის, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

სრულად...

პენსიების გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილება პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის. როგორც დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერები 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატები ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინათ წარადგინა.

სრულად...

კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტში წარადგენენ "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს და უზრუნველყოფენ მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე.

სრულად...

კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას­ ისევ კოალიციურ­ რეჟიმში აპირებს. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი