ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთთან მშვიდობიანი დიალოგისა და პრაგმატული პოლიტიკის ალტერნატივას ვერ ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული პოლიტიკა საქართველოს სტაბილურობას ზრდის, რის გამოც ხელისუფლებამ რუსეთთან ეს დამოკიდებულება არ უნდა შეცვალოს.
ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული რეალისტური გეგმა და ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს იმ პროგრესის საბოლოო შეფასება, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
ბევრი შემოთავაზება მაქვს და განვიხილავ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა "ტელეიმედს" განუცხადა.
კიევში გუშინ მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავებული ეროვნული გვარდიის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა. მესამე მსხვერპლის შესახებ დეპუტატი ოლგა ბოგომოლეცი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
კომპანია SOCAR Georgia Gas-ი კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ვფიქრობ, რომ თუკი არის ოდნავი შანსი კანონი არ დაირღვეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სწავლის საშუალება მიეცეთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ ნინო გოგუაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა თავისი გუნდის ყოფილი წევრს - თამარ ბერუჩაშვილს, რაც ძალიან ცუდია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.