ყაზახეთის პარლამენტმა ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, კასიმ ჟომარტ ტოკაევის წინადადებას დედაქალაქ ასტანასთვის სახელის გადარქმევის და მისთვის “ნურსულთანის“ დარქმევის თაობაზე.
ციკლონმა „იდაიმ“ „მასობრივი უბედურება“ გამოიწვია აფრიკის სამხრეთ ნაწილში და მან ასეულობით ათას, თუ არა მილიონობით ადამიანს შეუქმნა პრობლემები, განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.
78 წლის ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. წინასწარ ჩაწერილ სატელევიზიო მიმართვაში ნაზარბაევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „მარტივი არ ყოფილა“.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22-პროცენტიან შემცირებასა და სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს.
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რამაც 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს სოციალური მედიის შეზღუდვის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
პოლიციამ 37 წლის თურქი მამაკაცი გოქმენ ტანისი დააპატიმრა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში სროლის შედეგად სამი ადამიანი იქნა მოკლული, ხუთმა სხვამ კი დაზიანებები მიიღო, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.
სამი ადამიანია მოკლული ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში სროლის შედეგად, დაშავებულია 9 ადამიანი, იტყობინება BBC ქალაქის მერზე დაყრდნობით. პოლიცია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მომხდარი „ტერორისტული აქტი“ იყოს, 37 წლის თურქ მამაკაცს, გოქმან ტანისს ეძებს და აფრთხილებს მოსახლეობას, არ მუახლოვდნენ მას.
ციკლონ „იდაის“ „მასობრივი და საშინელი“ გავლენა ჰქონდა მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირაზე, იტყობინება BBC „წითელ ჯვარზე“ დაყრდნობით. ციკლონი, რომელსაც 177 კმ/სთ სიჩქარის ქარი ახლდა, ტერიტორიას ხუთშაბათს დაატყდა თავს, მაგრამ დახმარების ჯგუფმა ბეირამდე მხოლოდ კვირას მიაღწია.
შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გამოაცხადა, თუმცა შემდეგ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში შესწორება შეიტანა.
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში პარასკევს მეჩეთზე თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი, 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ამ ეტაპზე ერთი ადამიანის მკვლელობის მუხლი წარედგინა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას ბრალი დაუმძიმდეს და სხვა მუხლებითაც წარედგინოს ბრალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.