მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა. კიმის მწვანე და ყვითელი მატარებელი დონგ დანგის სადგურზე გაჩერდა, საიდანაც იგი დედაქალაქ ჰანოისკენ ავტომანქანით გაემგზავრა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი „დიდი ეკონომიკური სახელმწიფო“ გახდეს, თუკი ის უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მატარებლით გაემგზავრა.

სრულად...

ვენესუელას სასაზღვრო ქალაქებში შაბათს არეულობებმა იფეთქა იმ დროს, როცა კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან ჰუმანიტარული ტვირთებით სავსე სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შესვლა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დაბლოკა.

სრულად...

სულ მცირე 70 ადამიანია გარდაცვლილი და 200-ზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობს, არალეგალურად დამზადებული ტოქსიკური ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

სრულად...

იაპონიის ოლიმპიადის მინისტრმა იოშიტაკა საკურადამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს საპარლამენტო შეხვედრაზე 3 წუთით დააგვიანა.

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალს, რომელმაც დატოვა აშშ იმისათვის, რომ გამხდარიყო „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების პროპაგანდისტი, ამერიკაში უკან დაბრუნების საშუალება არ მიეცემა.

სრულად...

78 ადამიანია დაღუპული ბანგლადეშის დედაქალაქის, დაკას ისტორიულ რაიონში ხანძრის გაჩენის შედეგად.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების 16 შტატის კოალიცია, რომელსაც სათავეში კალიფორნია უდგას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სასამართლოში უჩივის.

სრულად...

4 ჯარისკაცია მოკლული ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირში მებრძოლებთან შეიარაღებული შეტაკებებისას, იტყობინება პოლიცია. შეტაკებები პულვამას რაიონში მოხდა - იქ, სადაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ 46 ინდოელი ჯარისკაცი იქნა მოკლული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი