ვერავინ ვერ გადაურჩა სიკვდილს სამგზავრო „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნისას, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა და რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან ადის აბაბადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა, იტყობინება BBC ავიახაზების განცხადებაზე დაყრდნობით.
ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბაბადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიმავალმა „ეთიოპიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგ 737“-მა, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქება-დიდება შეასხა შეიარაღებულ ძალებს იმისათვის, რომ მისი ერთგულები დარჩნენ და დაამარცხეს „სამხედრო გადატრიალება“, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ედგა სათავეში.
ფხენიანის სიახლოვეს მდებარე ბირთვული პოლიგონის სატელიტური სურათები მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ახალი სარაკეტო გამოცდისთვის ემზადებოდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს საბანკო და საგადასახადო თაღლითობისთვის 47-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამერიკის შეერთებული შტატების 52 წლის სენატორმა მართა მაკსალიმ, რომელიც პირველი ამერიკელი მებრძოლი მფრინავი იყო, ვინც საომარი მოქმედებების ზონაში დაფრინავდა, სენატის შეიარაღებული ძალების ქვეკომიტეტში სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლთა თანდასწრებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ იგი მისი ზემდგომი ოფიცრის მიერ იქნა გაუპატიურებული იმ დროს, როდესაც საჰაერო ძალებში მსახურობდა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ინტერნეტში ყალბი ინფორმაციების დაბლოკვის და მათი გავრცელებისთვის ჯარიმების დაწესების შესახებ. დოკუმენტი გასულ წელს დუმაში სენატორმა ანდრეი კლიშასმა და პარლამენტარების ჯგუფმა შეიტანა.
„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ჰილარი კლინტონმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ მონაწილეობა გამორიცხა. „მე კენჭს არ ვიყრი, მაგრამ ვიმუშავებ, ვისაუბრებ და ვიდგები იმ პოზიციაზე, რისიც მჯერა“, უთხრა კლინტონმა ნიუ იორკის სატელევიზიო არხს, „News 12 TV“-ს.
სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან დაღუპული მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ალაბამას ლიის ოლქს ტორნადო დაატყდა თავს. უცნობია, რამდენმა მიიღო დაზიანება. ხელისუფლებამ ტერიტორიის ბლოკირება მოახდინა.
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას უფლება მიეცა საპატიმრო ადგილი დატოვოს და თავისი შვილიშვილის დასაფლავებას დაესწროს. 7 წლის ბიჭი პარასკევს მენინგიტით გარდაიცვალა და პატიმრობაში მყოფ ლულას, რომელსაც გასულ წელს კორუფციის ბრალდებით 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, შაბათს სან პაულუში დასაფლავებაზე დასწრების ნება დართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.