მსოფლიო

გასულ კვირას ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში ინდოელ ჯარისკაცებზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 46 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქაშმირელი მუსლიმები გააფრთხილეს, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან სამაგიეროს გადახდის საფრთხეები არსებობს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა ვენესუელასთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება კოლუმბიის სასაზღვრო ქალაქ კუკუტაში ჩაიტანეს. USAID-ის ადმინისტრატორმა მარკ გრინმა კუკუტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დახმარება ხუან გუაიდომ ითხოვა, რადგანაც ვენესუელა მზარდი ჰუმანიტრაული კრიზისისი წინაშე დგას.

სრულად...

ხუთი ადამიანია მოკლული და რამდენიმე სხვას ჭრილობები აქვს მიყენებული მას შემდეგ, რაც აშშ-ის შტატ ილინოისის ინდუსტრიულ პარკში შეიარაღებულმა მამაკაცმა პარასკევს, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე ცეცხლი გახსნა, იტყობინება პოლიცია.

სრულად...

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს იმისათვის, რომ დააფინანსოს აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა.

სრულად...

სულ მცირე 40 ნახევრად გასამხედროებული უწყების ჯარისკაცი იქნა მოკლული და ათეულზე მეტი დაჭრილი, კოლონაზე ადგილობრივი ამბოხებულის, თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმისას ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირში, იტყობინება BBC.

სრულად...

თეირანში აზადის მოედანზე ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით 11 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ირანმა უამრავი ტერიტორია დაკარაგა და ყაჯართა მოღალატეობრივი დინასტიის მმართველობისას, ქვეყანას 205 წლის წინ ჩრდილოეთის ძირითადი ნაწილი და კავკასია გამოეყო.

სრულად...

სანკტ-პეტერბურგში 68 წლის ასაკში პოპულარული რუსი მომღერალი, რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ზახაროვი გარდაიცვალა.

სრულად...

რუსეთს გააჩნია „სერიოზული განზრახვა“ კიდევ ერთხელ გაბატონდეს ევროპაზე, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. მან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატები და რუსეთი ცივი ომის დროინდელი ხელშეკრულებიდან გავიდნენ. პომპეომ აღნიშნა, რომ მოსკოვმა შესაძლოა ხელახლა გახსნას ფლანგი აღმოსავლეთ ევროპაში.

სრულად...

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულმა ვალმა პირველად გადააჭარბა 22 ტრილიონ აშშ დოლარს და ექსპერტებმა გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ ეს შემდგომი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა არამდგრად ფინანსურ გზას ადგას, რაც შესაძლოა თითოეული ამერიკელის ეკონომიკურ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებდეს. ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვალმა 22.012 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და მხოლოდ მიმდინარე თვეს 30 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

სრულად...

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ კარაკასში გამართულ დემონსტრაციაზე ათეულობით ათას მხარდამჭერს უთხრა, რომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგობის მიუხედავად ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება 23 თებერვალს მაინც შეტანილი იქნება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი