მსოფლიო

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპის მთავრობას „ექსტრემისტების დაჯგუფება“ უწოდა და ვენესუელაში შექმნილ კრიზისში შეერთებული შტატები დაადანაშაულა. BBC-ისთან ინტერვიუში მადურომ განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ვენესუელაში, რადგანაც ეს არის გზა აშშ-ისთვის გაამართლოს სამხედრო ინტერვენცია.

სრულად...

შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა კვირას ხელი მოაწერეს მოკლევადიან შეთანხმებას, რაც კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკული სამხედრო ძალების შესანარჩუნებლად სეულის მხრიდან უფრო მეტი ფინანსური წვლილის შეტანას გულისხმობს - მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა სამხრეთ კორეას, რომ მეტი გადაეხადა.

სრულად...

სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები აცხადებენ, რომ ისინი გამძვინვარებულ წინააღმდეგობას აწყდებიან ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ანკლავზე თავდასხმისას.

სრულად...

ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო კლუბის „ფლამენგოს“ ახალგაზრდული გუნდის სამწვრთნელო ცენტრის საერთო საცხოვრებელში გამთენიისას (ადგილობრივი დროით, 05:10 საათზე) გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იტყობინება BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერიტორიები, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებას ჰქონდა დაკავებული სირიასა და ერაყში, „100%-ით“ იქნება გათავისუფლებული არაუგვიანეს მომავალ კვირაში.

სრულად...

ოპონენტებთან ორწლიანი მძაფრი ურთიერთობების შემდეგ, სამშაბათ ღამით ტრამპმა გაიმეორა მოწოდებები პოლიტიკური ერთიანობისადმი, ისევე როგორც ეს მან წინა წლებში კონგრესში ორჯერ გამოსვლის დროსაც გააკეთა. „ერთად ჩვენ შეიძლება გავარღვიოთ ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ძველი დაპირისპირებები, ვუმკურნალოთ ძველ ჭრილობებს, ავაშენოთ ახალი კოალიციები“, განაცხადა მან.

 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მეორე შეხვედრას ბირთვული განიარაღების თაობაზე 27-28 თებერვალს ვიეტნამში გამართავს.

სრულად...

პარიზის სმხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე 1970-იან წლებში აშენებულ 8-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30-მა ადამიანმა კი, მათ შორის ექვსმა მეხანძრემ, დაზიანებები მიიღო, მათგან ერთის მდგომარეობა სერიოზულია.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის საჰაერო შემთხვევების საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ იმ თვითმფრინავის ნამსხვრევში, რომელსაც ფეხბურთელი ემილიანო სალა გადაჰყავდა, ნაპოვნია ცხედარი და ახლა ის პოლიციასთან და სალასა და მფრინავ დევიდ იბოტსონის ოჯახებთან კონსულტაციების ფონზე მოქმედების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.

სრულად...

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოფიციალურად აღიარეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კატეგორიულად არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კვირის ბოლომდე მიცემული ვადა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი