ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ ჰილარი კლინტონი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპთან დამარცხდა, ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან მიმართებაში „პირადი შურისძიება“ ამოძრავებდა, რაც მისი მეუღლის, ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება.
სამი მამაკაცი, მათ შორის ორი ბრიტანელი ჯარისკაცი აკრძალული ნეო-ნაცისტური ჯგუფის წევრობისთვის დააპატიმრეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ და ამ საკითხის გარშემო „წინ გაქცევას“ არავინ აპირებს.
საფრანგეთის პოლიცია იმ ანტისემიტური დანაშაულებრივი დაჯგუფების პოვნას ცდილობს, რომელმაც ებრაული ოჯახი პარიზის გარეუბანში თავიანთ სახლში მძევლად აიყვანა და გაძარცვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა, რომლის მიხედვითაც ფხენიანის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობები იზღუდება. შესაბამისი რეზოლუცია 2375 ნიუ იორკში ორშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს საათებში ერთსულოვნად მიიღეს.
ოფიციალური პირების და მუშახელის თქმით, ერაყის მთავრობას სამხრეთ მოსულში მდებარე ბანაკებში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა 1,300 ოჯახის წევრი ჰყავს დაკავებული.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მხარი დაუჭირა მოსკოვის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასში მშვიდობისმყოფელების ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია პროექტში ცვლილებები შევიდეს.
ვლადიმერ პუტინმა მთავრობას 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთის შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ახლანდელი საარსებო მინიმუმის 71- 72%-დან 85%-მდე გაზრდის და 2019 წელს მინიმალური ხელფასის ოდენობის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების წინადადებით მიმართა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არტიომ შევჩენკოს თქმით, პოლიციამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღძრა.
იმედი მაქვს, ეს ბატონი [მიხეილ სააკაშვილი] ისეთივე შეუპოვრობით შეიჭრება საქართველოში, როგორითაც უკრაინაში მოხვედრას ცდილობდა, აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.