მექსიკაში, სამხრეთ სანაპიროზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი მინიმუმ 61-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია (BBC) ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს განცხადებით, დაახლოებით, 270,000-მა როჰინგელმა მუსლიმმა დაიწყო ბანგლადეშში თავშესაფრის ძიება მას შემდეგ, რაც მიანმარში ძალადობამ მოიმატა.
შეერთებული შტატების ფედერალური საგანგებო სააგენტოს მეთაურმა განაცხადა, რომ ქარიშხალი „ირმა“ ფლორიდას და მის მეზობელ შტატებს გაანადგურებს. ბროკ ლონგის თქმით, ფლორიდის გარკვეულ ნაწილს რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება და 100,000-ზე მეტ ადამიანს სჭირდება თავშესაფარი.
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს. მექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა.
სირიაში, დეირ-ე-ზორაში ტერორისტების სამეთაურო პუნქტზე რუსული ავიაციის მიერ განხორცილებული დარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ „სამხედრო მინისტრი“ გულმუროდ ხალიმოვი იქნა ლიკვიდირებული. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარდ კოლომბმა განაცხადა, რომ ადგილობრივმა ხელოსანმა სრულიად შემთხვევით ტერორისტების გეგმა გამოამჟღავნა, რომელიც ტერორისტული გზებით ბანკების აფეთქებას ითვალისწინებდა.
8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა მექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან. მექსიკაში, გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა რიკაზე, ნიკარაგუაში, პანამაში და ჰონდურასში ცუნამის განგაში გამოცხადდა.
ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს გამოხატა იმედი, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი, განსაკუთრებით კი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, არ იქნება.
ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთმა ჭრილობები მიიღო ლენინგრადის ოლქში პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.
ბრაზილიის მთავარმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტები, ლუის ინასიო ლულა და სილვა და დილმა რუსეფი, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ფულს ქვეყნის სანავთობო კომპანიების ფონდებიდან ამისამართებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.