შეერთებული შტატების სამხედრო ვეტერანს, რომელმაც დალასში ჩასაფრებული მდგომარეობიდან პოლიციის 5 ოფიცერი მოკლა და 7 კი დაჭრა, უფრო დიდი თავდასხმის გეგმა ჰქონდა, განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვირას. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
300-ზე მეტი ადამიანი არის მოკლული, მათ შორის, ბევრი სამოქალაქო პირი და ჩინეთის მშვიდობისმყოფელები სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში განახლებული ბრძოლების შედეგად. ეს წარმოშობს შიშებს, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომს უბრუნდება. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
ჯონ პრესკოტმა, რომელიც პრემიერ მინისტრის მოადგილე იყო, როდესაც ბრიტანეთი 2003 წელს ერაყში ომში წავიდა, განაცხადა რომ დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ ერაყის დაპყრობა „არაკანონიერი“ იყო.
რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებამ ქვეყნიდან ორი ამერიკელი დიპლომატი გააძევა, რომელიც მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა.
ნატო-ს შემდეგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში გაიმართება, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ავღანეთის ომის ფერადკანიანი ამერიკელი ვეტერანი, რომელმაც განაცხადა, რომ მას სურდა „თეთრკანიანი ადამიანების მოკვლა“, მარტო მოქმედებდა დალასში საპროტესტო აქციაზე ჩასაფრებული ადგილიდან განხორციელებული თავდასხმისას, რომლის დროსაც პოლიციის 5 ოფიცერი იქნა მოკლული, 7 პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატო-ს და ევროკავშირს აღმოსავლეთიდან სამხრეთამდე სხვადასხვა გამოწვევები აქვს.
პარასკევს (8 ივლისი 2016) ნატო–ევროკავშირის ერთობლივ დეკლარაციაზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროპული კომისიის პრეზიდენტთან ჟან–კლოდ იუნკერთან ერთად ხელმოწერის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: "ერთიანობა და თანამშრომლობა ნატოსა და ევროკავშირს შორის რჩება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ის არასდროს ყოფილა. ამ გაურკვევლობის დროში ჩვენი პარტნიორობა მზარდად არსებითია".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.