მსოფლიო

ახალი ამბების სააგენტომ, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, დაადასტურა ისლამური სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ლიდერის, ომარ შიშანის სიკვდილი. ამის შესახებ BBC წერს. შეერთებულმა შტატებმა კი შიშანის სიკვდილის თაობაზე მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში განაცხადა.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ საგარეო მდივნის პოსტი ლონდონის ყოფილ მერს, ბორის ჯონსონს შესთავაზა. ამის შესახებ BBC წერს. ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა კამპანიას ედგა სათავეში.

სრულად...

ტერეზა მეი ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს ხვდება. დედოფალმა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად დანიშნა. იგი დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მივა, როგორც კი დევიდ ქამერონის ოჯახი შენობას დატოვებს. 

სრულად...

ანკარა სირიასა და ერაყთან კარგი ურთიერთობის დალაგებას აპირებს, - აღნიშნული განცხადება BBC-ის ცნობით, თურქეთის პრემიერ მინისტრმა,  ბინალი ილდირიმმა გააკეთა.

სრულად...

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი - დაიჭრა.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან თავის დაღწევის მცდელობების კომპლექსურობა ნათლად განსაზღვრა საგარეო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა, რომელმაც განაცხადა, რომ გამოსვლის პროცესი შესაძლოა 6 წელიწადი გაგრძელდეს და ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებებზე ხელმოწერები ამ შუალედში შეიძლება შეზღუდული იყოს. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.

სრულად...

დევიდ ქამერონი "დაუნინგ სთრითზე" პრემიერ მინისტრის რანგში ბოლოჯერ იმყოფება. დღეს იგი ამ შენობას დატოვებს, მის ადგილს კი ტერეზა მეი დაიკავებს.

სრულად...

ავსტრიის მთავრობა იმ სახლის დაპატრონებაზე ფიქრობს, სადაც 1889 წელს ადოლფ ჰიტლერი დაიბადა. ამით ის ცდილობს ეს ადგილმდებარეობა ნეო ნაცისტების სამლოცველო ადგილად ქცევისაგან დაიცვას. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მისი ყოფილი მოწინააღმდეგის, ბერნი სანდერსის მხრიდან ოფიციალური მხარდაჭერა და მოწონება მიიღო.

სრულად...

სამხრეთ იტალიაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი