მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით („კოვიდ-19“) გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები კი თითქმის 250 000-ს შეადგენს. ჩინეთმა, რომლის პროვინცია ჰუბეის ქალაქ უხანშიც დღემდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს იფეთქა, გამოაცხადა, რომ ოთხშაბათის შემდეგ, ქვეყანაში ადამიანთა შიდა დაინფიცირების შემთხვევა არც ხუთშაბათს გამოვლენილა.
საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და 372 შეადგინა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა, ჯერომ სალომონმა განაცხადა, რომ ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა „ყოველ ოთხ დღეში ორმაგდება“ და ვირუსი „სწრაფად და ძლიერად“ ვრცელდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პატიმრებს ნებას დართავენ სასჯელაღსრულების დაწესებულები დატოვონ, რადგან ციხეებში ახალი კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, იტყობინება BBC.
ინდოეთში ახალი კორონავირუსის შედარებით ცოტა დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ამ ფონზე ქვეყანაში არაერთი მაცდუნებელი რჩევა ვრცელდება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ებრძოლონ ამ ახალ ვირუსს.
ოთხშაბათი პირველი დღე იყო ჩინეთში, როდესაც ახალი კორონავირუსის არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანაში, სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, დღემდე 81 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა - 3 245 გარდაიცვალა, 70 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად ინფექციით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და მკურნალობას გადის.
ნედლი ნავთობის ფასი 9.92%-ით დაეცა და 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი 25.88 აშშ დოლარი შეადგინა, იტყობინება ამ წუთებში CNN.
ახალი კორონავირუსის მზარდი გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მომატების გამო დიდმა ბრიტანეთმა სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სკოლები დაიკეტება პარასკევს, შემდგომი განცხადების გაკეთებამდე.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდულად, 475-ით გაიზარდა და საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა თითქმის 3 000-ს მიაღწია.
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში 33-ით მოიმატა და 104-ს მიაღწია. სამშაბათის მონაცემებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 71-ს შეადგენდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-კანადის საზღვარი არასაჭირო მოგზაურობებისთვის დაიკეტოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.