ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო თავისი კარები გამოკეტა, გამოაცხადა, რომ მარტის თვეში სასამართლო პროცესები არ გაიმართება.
შეერთებული შტატების საფონდო ბირჟამ დროებით შეაჩერა ვაჭრობა მას შემდეგ, რაც S&P 500-ის ინდექსი გახსნისას 8%-ით დაეცა. ასეთი რამ ბოლო 6 დღეში უკვე მესამედ მოხდა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის ინფექციამ 87 000-ს გადააჭარბა, ჩინეთში კი შემთხვევების რაოდენობა 80 860-ზე შეჩერდა. მაშინ როცა შეერთებული შტატები და ევროპის უდიდესი ნაწილი კორონავირუსის აფეთქებას ებრძვის, ჩინეთმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ მხოლოდ 6 ახალი ინფიცირებაა გამოვლენილი და ექვსივე იმპორტირებული შემთხვევაა.
კორონავირუსის მასობრვი გავრცელების საფრთხის ფონზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატებიც ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამერიკელებმა ახალ რეალობაში გაიღვიძეს - სკოლები, რესტორნები, ბარები, თეატრები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები დაკეტილია, ხოლო გაღებული სუპერმარკეტების თაროები პროდუქტებისაგან თითქმის დაცარიელებულია, ბიზნესის არაერთმა სექტორმა დროებით შეაჩერა მუშაობა, რითაც მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე დადგა.
ჩინეთმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ კორონავირუსის მხოლოდ 6 ახალი ინფიცირებაა გამოვლენილი და ექვსივე იმპორტირებული შემთხვევაა. სახელმწიფო მედიის ცნობით, 4 ინფიცირებული პირი ქვეყანაში ესპანეთიდან, 2 კი დიდი ბრიტანეთიდან შევიდა.
იტალიის და ესპანეთის შემდეგ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა გამოვლინდა საფრანგეთში. ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა „France 2“-ს უთხრა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 400 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან თითქმის 1 000-ზე მეტი მხოლოდ შაბათს.
ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში, კორონავირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად კომენდანტის საათი დააწესა.
ამერიკის შეერთებული შტატების ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში უქმეებზე სრული ქაოსი იყო შექმნილი. ათასობით ადამიანი საათების განმავლობაში იდგა გადაჭედილ რიგებში, ვიდრე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შემოწმებას გაივლიდა.
იტალიამ კორონავირუსით დაღუპულთა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იქ 368 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან ლომბარდიის რეგიონში 252, საერთო ჯამში კი ახალ კორონავირუსს იტალიაში უკვე 1 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 2 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 100-ზე მეტი კი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში. 1800-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაიდენობამ იტალიაში, დიდ ბრიტანეთში კი, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შაბათის შემდეგ 14-ით გაიზარდა და 35 შეადგინა. კვირას, ადგილობრივი დროით დილის 9 საათის მონაცემებით, ბრიტანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 372 შეადგინა და შაბათ დილის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 232-ით არის გაზრდილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.