მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში, ვაზიანში კომბინირებული სწავლება საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მონაწილეობით გაიმართა. კომბინირებული წვრთნა ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებისა და აშშ-ის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით განხორციელდა, სადაც სამხედროებმა გერმანული „მარდერები“ და ამერიკული „ბრედლები“ გამოიყენეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ავსტრალიის ყველაზე პოპულარული შტატი, ახალი სამხრეთ უელსი გვალვამ მოიცვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
„მინდა, ამ ბიჭების დაღვრილი სისხლი დაფასდეს, მათმა თავდადებამ უკვალოდ არ ჩაიაროს“, - ამბობს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე. „სისუსტის უფლება არ მაქვს. ჩემი მოვალეობაა ძლიერი ვიყო ჩემი შვილისთვის, ჩემი მეუღლის სახელის უკვდავსაყოფად“, - წერს კაპრალ გიზო წულაიას მეუღლე ლორიტა გოგოხია. ეს ამონარიდებია ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნიდან - „SHEROes“.
ოფიციალური პირების განცხადებით, კალიფორნიის შტატში ტყუპი ხანძარი, სახელწოდებით „მენდესინოს კომპლექსური ხანძარი“, ისტორიაში უდიდესია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ შეერთებული შტატების მიერ თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების კვლავ დაწესებას, რომელიც შუაღამისას შევიდა ძალაში, „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა, რომლის მიზანიც, რუჰანის თქმით, „ირანელებს შორის უთანხმოების დათესვაა“.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა, სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყნისთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ წვლილსა და თავგანწირვაზე ისაუბრა.
„თქვენი სახით შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ არამხოლოდ რაოდენობით, არამედ მტკიცე სულით, პროფესიონალიზმითა და შემართებით", აღნიშნულის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 118-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.