საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სომეხმა გამომძიებლებმა ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ბრალი ძალაუფლების უზურპაციაში დასდეს და სასამართლოს მისი დაპატიმრებისკენ მოუწოდეს.
ჩრდილოეთ კორეამ შეერთებულ შტატებს კორეის ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტები გადასცა, რაც ვაშინგტონისა და ფხენიანის ბოლოდროინდელი ფრთხილი დიპლომატიური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია.
ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა.
პარლამენტის წევრთა განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში ზაფხულობით ამჟამად არსებული ცხელი კლიმატი 2040 წლისთვის ნორმად იქცევა.
მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად ბულგარეთში, კონსტანცას პორტიდან გამოგზავნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია.
თვითმხილველებმა პეკინში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქების შესახებ განაცხადეს. გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში სქელი კვამლი ჩანს. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ვაშინგტონში შემოდგომაზე დაგეგმილი შეხვედრა 2019 წლისთვის გადაიდო.
ათენის ირგვლივ მდებარე ატიკას რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა. მაშველებმა 26 ზრდასრულისა და მოზარდის გვამებს მიაკვლიეს, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ, სანამ ცეცხლის ალში გაეხვეოდნენ. ისინი ზღვიდან რამდენიმე მეტრში ცეცხლმა გამოკეტა და თავის დაღწევა ვეღარ მოახერხეს.
ლაოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური წვიმისას, მშენებლობის პროცესში მყოფი დამბის ჩამოქცევის შედეგად ასეულობით ადამიანია გამოცხადებული დაკარგულად და გარდაცვლილია დაუდგენელი რაოდენობის ადამიანი, იტყობინება BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება დღეს გორის ციხეზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა და მათ ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.