საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, ათენის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლს ასობით მეხანძრე ებრძვის. ქვეყანა საერთაშორისო დახმარებას ითხოვს
ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო.
საინფორმაციო ბრიფინგზე მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.
„სამწუხარო ფაქტია ის, რომ კვლავ მორიგ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენ, რომელიც მიმართულია, ვფიქრობ, მთლიანად შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ელემენტარული პასუხი მაქვს - თუ ჩაიხედებით კანონმდებლობაში, ეს არ არის სამხედრო პოლიციის ქვემდებარე ფაქტი ანუ სამხედრო პოლიცია იძიებს იმ სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის ფარგლებში ხდება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ნორიოში მომხდარ ინციდენტზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყოფილი პირადი დაცვის უფროსს ბრალს პარიზში, May Day-ზე პროტესტანტის ცემაში სდებენ.
კანადის პოლიციის განცხადებით, ტორონტოში მომხდარ სროლებს ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ემსხვერპლა, დაშავებულია 13. ცეცხლის გახსნის მოტივი უცნობია.
პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში, შაორის ბანაკში პირველი სამხედრო დღე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო დღე სტუდენტებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციით დაიწყეს. მათ ქართული ჯარის, სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ჯარისკაცებმა მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს. მოგვიანებით შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
ორი კვირის წინ ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, სამშენებლო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, 2 400 წლის წინანდელი, ხელუხლებელი შავი გრანიტის უზარმაზარი სარკოფაგი აღმოაჩინეს.
ნიუ-იორკში, Long Beach-ზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაზარალდა. ოფიციალური წყაროების განცხადებით, ამ რეგიონში ზვიგენის თავდასხმა 70 წელია არ მომხდარა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე შეერთებულ შტატებში მიიწვია, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.