ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურიში, ხუთშაბათ ღამით ტურისტებით სავსე ნავის ამოყირავების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი, განაცხადა ადგილობრივმა შერიფმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, II ქვეითი ბრიგადის კაპრალის, ოთარ ელგუჯას ძე კალმახელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახის წევრებს.
„ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად ნატოს შტაბ-ბინაში ოფიციალურ შეხვედრებს ესწრება.
ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ისრაელი ექსკლუზიურად ებრაული სახელმწიფოა.
ჰიპერბგერითი საბრძოლო ბლოკის, „ავანგარდის“ კომპლექსის განვითარება, რომელიც რუსეთის თავდაცვითი უსაფრთხოების განმტკიცების ნაწილია, დასრულებულია, - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არის რუსეთის სამიზნე, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასებებს, რომ მოსკოვი განაგრძობს თავის მცდელობებს ჩაერიოს ამერიკულ არჩევნებში - ამჯერად, ნომებერში დანიშნულ კონგრესის არჩევნებში.
საქართველოს ორდღიან ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ.
საერთო საჯარისო ცენტრის ორი წლის იუბილე კრწანისში აღინიშნა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წვრთნებისა და განათლების სარდალი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა სომხეთის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ტიგრან ჰოვანესიანს უწყებაში უმასპინძლა.
საქართველოში აშშ-ის ევროპის 21-ე უზრუნველყოფის სარდლობის სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ფრედერიკო მაიოკკო იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.