შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას კიდევ ერთხელ უბრუნდება და აცხადებს, რომ „ბევრი მოძულე“ შეაშფოთა იმ ამბავმა, რომ ის და პუტინი ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.
უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სწავლება „Sea Breeze 2018“-ის პირველი აქტიური ფაზა დასრულდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის იღებს შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი დღის წინ, ჰელსინკში 16 ივლისს ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა, კერძოდ, თქვა, რომ ვერ ხედავდა მიზეზს თუ რატომ უნდა ჩარეულიყო რუსეთი 2016 წლის არჩევნებში.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ეკონომიკური პროექტების დაყოვნების გამო, უჩვეულო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მისი ხელისუფლების ოფიციალური პირები.
როდესაც იერუსალიმთან ახლოს ეს ვრცელი ქალაქი აშენდა, ხალხი შემგროვებლობა-ნადირობიდან მიწათმოქმედებასა და ფერმერობაზე გადადიოდა. ქალაქი სავსე იყო ქვის სახლებითა და წითელი იატაკის მქონე საკვების მარაგისთვის შექმნილი ნაგებობებით.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა შეერთებული შტატების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან მას შემდეგ, რაც დაიცვა რუსეთის და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი არ ჩარეულა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ჩავიდა.
ვაშინგტონში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მარია ბუტინა რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ახლახან გავრცელებულ განცხადებაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყირიმის რუსეთთან მიერთებას არაკანონიერად მიიჩნევს, მაგრამ რუსული მხარე სხვაგვარად ფიქრობს და მისთვის ეს საკითხი დახურულია, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჰელსინკში ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ - ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.