სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს. პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ვიცე პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შეცვალა.
თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე მათი ოჯახის წევრების დახმარება-რეაბილიტაციის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით საქართველოში აშშ-ის ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, რუდოლფ მიხალკასა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ივან კმეტს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ივან კმეტს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში „კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაცია საქართველოს კონტექსტში“ ტრენინგი დღეს ოფიციალურად დასრულდა. კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში იოანეს დუმამ დახურეს.
შვედეთის სამეფოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში სასწავლო ვიზიტად შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის შტაბის ოფიცრის კურსის პედაგოგები და მსმენელები იმყოფებიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებისთვის თავდაცვის დაგეგმვის კურსი იმართება.
„ჩვენ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, ასევე მრავალეროვნულ წვრთნებს“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინსტრმა ლევან იზორიამ ბათუმში, სადაც ის ამერიკის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმში ამერიკის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.