საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობას დასამტკიცებლად ხვალ წარედგინება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი თავდაცვის უწყების დოქტრინებზე მომუშავე პირად შემადგენლობას შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციის სოფელ იე ბელანდაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის ჯარისკაცებთან ერთად ტაქტიკური დაჯგუფება „ლაიონის" „ბრავო" ოცეულის ჩეხმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ავღანეთის არმიის ერთ-ერთმა ოცეულმა მიიღო.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს.
დღეს ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს. ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი სამხედრო მარშებს შეასრულებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე I მსუბუქ ქვეით ბრიგადას ესტუმრა. გენერალური შტაბის უფროსი ბრიგადაში არსებულ სიტუაციასა და და სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო გარემოს გაეცნო.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ნატოს მაღალი რანგის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციას აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკური მიმართულების დირექტორი, ადმირალი ლი სინგლეტონი ხელმძღვანელობს.
გუდაურში საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის“ (JTEC) შტაბის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ჯასპერ შნაიდერს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.