პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი „ქართული ოცნებიდან" გარიცხულ დავით ჭიჭინაძეს რიტორიკას უწუნებს და ამბობს, რომ განცხადებები, რომლებსაც ჭიჭინაძე აკეთებდა, არა კრიტიკული, არამედ შეურაცხმყოფელი იყო.

სრულად...

დავით ჭიჭინაძის „ქართული ოცნებიდან" გარიცხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა ეხმაურება. კუჭავა მიიჩნევს, რომ პარტიის გადაწყვეტილება ლოგიკური და მოსალოდნელი იყო.

სრულად...

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის უმრავლესობიდან არ დაურეკავთ და პარტიიდან გარიცხვის თაობაზე ინფორმაცია მედიისგან შეიტყო. მანვე აღნიშნა, რომ ელოდება კიდევ ვის გარიცხავენ მმართველი პარტიის რიგებიდან, რომ მათთან ერთად ახალი ფრაქცია - „ქართული ოცნება 2012“ ჩამოაყალიბოს.

სრულად...

„სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამიტომ, ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და იმ ძირითად პრინციპს, რომელიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარება“, ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას.

სრულად...

„ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თავის თანაგუნდელს გედევან ფოფხაძეს პარტიიდან წასვლას ურჩევს. ქუცნაშვილის თქმით,  თუ ადამიანი იმ გუნდს რომელშიც არის კომუნისტების გაერთიანებას უწოდებს ის იმ გუნდში არ უნდა გაჩერდეს.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს.

სრულად...

„ქართული ოცნების" დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.

სრულად...

„ქართული ოცნების" გუნდიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან. დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ჭიჭინაძე „მონდომებული იყო", გაერიცხათ პარტიის რიგებიდან.

სრულად...

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ TV პირველის გადაცემა „პოლიტმეტრში“ მისი პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით ისაუბრა.  „ქართულ ოცნებას“ ეს გადაწყვეტილება რა ფასად დაუჯდება ამას მომავალი აჩვენებს, რადგან პარტიის გარეთ კობახიძეზე ბევრად მეტი მხარდამჭერი მყავს, განაცხადა  ჭიჭინაძემ.

სრულად...

ნატო-ს გერენალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებისადმი და გასულ კვირას გამართულ სამიტზე ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი