პოლიტიკა

„რისი გაკეთებაც არის საჭირო კანონმდებლობის დონეზე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, ყველაფერი გაკეთდება პარლამენტის მიერ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის საბაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ფრაქცია  საკანონმდებლო პაკეტზე - „გირგვლიანის შესწორებებზე“ იწყებს მუშაობას.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება არა რეალური მართლმსაჯულება, არამედ სამწუხაროდ მართლმსაჯულების იმიტაცია იყო, განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ლიტვის პრემიერ მინისტრი საულიუს სკვერნელისი მიიღო.

სრულად...

ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ვერ გაიგებენ სწორად ლორა თორნტონის განცხადებას, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებას.

სრულად...

თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისათვის და იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა ჩვენი რეგიონებისთვის, გვეწარმოებინა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის, აღნიშნა ლიტვის პრემიერ მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად გაკეთებული განცხადებისას.

სრულად...

მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ჩემს ლიტველ კოლეგას, პრემიერ მინისტრ საულიუს სკვერნელისს საქართველოში, აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ლიტველ კოლეგასთან ერთად გაკეთებული განცხადების დროს.

სრულად...

საქართველო-ლიტვის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურება იყო მთავარი თემები საქართველოსა  და ლიტვის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი