პოლიტიკა

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“  შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარსულზე წერს და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთ პორტირებულ წევრს ულოცავს. კორძაია წერს, რომ ხოჯევანიშვილი 2011-2013 წლებში სწორედ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი იყო და იმ პერიოდში არსებულ ვითარების შესახებ შიდა ქართლის ახლად დანიშნული გუბერნატორი ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ატყუებდა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა გაბუნია ახლად დანიშნულ გუბერნატორებს წარმატებებს უსურვებს და ამბობს, რომ ისინი უნდა იყვნენ დამაკავშირებელი ხიდი საქართველოს მოსახლეობასა და მმართველ გუნდს შორის.

სრულად...

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გურიაში ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიას დაბეჯითებით უთხრა, რომ „აუცილებლად იგებს“ საპრეზიდენტო არჩევნებს, რის შემდეგაც ასევე მოიგებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

სრულად...

პრეზიდენტის კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში დასკვნით ფორმატში გადადის. „ევროპული საქართველოს“ წევრები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციებს გამართავენ.

სრულად...

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ჭუბერის თემის გამგებელი ნინო ვიბლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი გუბერნატორების წარდგენისას განაცხადა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი გუბერნატორები წარადგინა.

სრულად...

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აპარატის მიერ 2017 წელს თანამდებობრივი სარგოს სახით, 175-ჯერ ორმაგი და მეტი ოდენობის დანამატი გაიცა, რამაც ჯამში 6 109 030 ლარია. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

სრულად...

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე 11:00 საათზე საზოგადოებას ახალ გუბერნატორებს წარუდგენს.

სრულად...

მერაბ ჭანუყვაძემ გურიის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებას ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სრულად...

საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი; გიორგი წერეთელი, მხატვარი, პროფესორი; გიორგი ანჩაბაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე, მუსიკოსი; ინეზა იამანიძე, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად თეიმურაზ (თემურ) შაშიაშვილი წარადგინა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი