პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას დიალოგის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში პასუხობენ.

სრულად...

ყოფილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას ინტერვიუს გამოეხმაურა. ზაქარეიშვილი თქმით, შამბა არის ყველზე პრორუსი პოლიტიკოსი აფხაზეთში და შეიძლება ეს განცხადება სწორედ რუსული თამაშის ნაწილი იყოს.

სრულად...

„ამ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ, ძალიან მალევე უნდა შევცვალოთ აღმასრულებელი ხელისუფლება“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დუშეთში ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისა და სხვა ლიდერების მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად დუშეთში მოსახლეობას შეხვდა.

სრულად...

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

სრულად...

„თავის თავისთვის იცხოვრა ამ პოსტზე ამ პერიოდის განმავლობაში“, ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოღვაწეობა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდა.

სრულად...

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, რომელსაც მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ უჭერს,  TV პირველის გადაცემაში, „დღის ამბები ლევან ჩხაიძესთან ერთად“ აცხადებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი მტკვრის გაღმა იჯდება თუ გამოღმა, ის მაინც იპრეზიდენტებს, ხოლო პარლამენტი და მთავრობა ერთმანეთთან ახლოს თუ არ იქნება მაშინ საპარლამენტო მმართველობის შინაარსი იკარგება და თუ ეს „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, მაშინ 23 აგვისტოს გერმანიის კანცლერი ჩამოდის და მას ჰკითხოს, თუ რამდენ დროს ატარებენ ის და მისი მინისტრები პარლამეტში.

სრულად...

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, რომელსაც მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ უჭერს,  TV პირველის გადაცემაში, „დღის ამბები ლევან ჩხაიძესთან ერთად“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების წონის მიხედვით, ავლაბრის სასახლე არ შეეფერება, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი უფლებების წონის მიხედვით, რომელიმე შენობის სარდაფის, მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს, რადგან ინდივიდუალურად თავმჯდომარეს მარტო თანაშემწეების დანიშვნა შეუძლია.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას. დეპუტატის თქმით, აუდიტის დასკვნას „პოლიტიკური ელფერი დაკრავს“.

სრულად...

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, TV პირველის გადაცემაში, „დღის ამბები ლევან ჩხაიძესთან ერთად“ - განაცხადა, რომ არ არის საჭირო 2008 წლის ომზე მის მიერ გაკეთებული განცხადება გახდეს ერთადერთი თემა მისი საარჩევნო კამპანიის, როგორც ამას ზოგიერთი ცდილობს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი