პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, იოსებ გოგაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტის დატოვებას, მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“  წევრი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. თარგამაძის თქმით, გოგაშვილის წასვლა, მაშინ გადაწყდა, როცა ლილუაშვილი მიავლინეს სუს-ში, რადგან საბოლოოდ ყველა მაღალი თანამდებობა ივანიშვილის ოჯახურ „ქართუს" კადრებს ბარდება.

სრულად...

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ არ არის საკმარისი იოსებ გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიდან წასვლა. უდუმაშვილის თქმით, ადრე თუ გვიან, გოგაშვილის, რომელიც „ქართული ოცნების" სიმბოლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

სრულად...

გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან იოსებ გოგაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება. კილაძეს გოგაშვილის პოსტიდან წასვლის მიზეზთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს და ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე სტრასბურგში მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის ჩაშლილ ვიზიტს შეეწირა.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ  „ფეისბუქში“ წერს, რომ ივანიშვილი ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს ეძებს, რადგან ზურაბიშვილის კანდიდატურა ჩაუვარდა და ასევე ივანიშვილს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩამოსვლაში ხელს, არც მისი მუქარები და არც გოგაშვილის შეცვლა არ უშველის.

სრულად...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევი პროცესის ასე წარმართვას მოელოდა. ჩუგოშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი, რომ მარგველაშვილი საუკეთესო კანდიდატს წარადგენს.

სრულად...

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის („ემგეუ“) ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლავართ (1978 - 1983 წწ.) და უფროსი თაობის წარმომადგენლებს მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ყველა უმაღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებდა სამხედრო კათედრა, სადაც სავალდებულო იყო დასწრება და გამოცდის ჩაბარება, რადგანაც აქ მიღებული შეფასება (ნიშანი) საატესტატო ნიშნების ჩამონათვალში შედიოდა! იყო შემთხვევები, როცა სამხედრო საქმეთა კათედრის გამოცდის ვერ ჩაბარების გამო, სტუდენტს უმაღლესი სასაწავლებლის დამთავრების დიპლომს არ აძლევდნენ და „საშემოდგომო გამოცდას“ აბარებინებდნენ.

სრულად...

კახეთში სეტყვისაგან დაზარალებულ მოსახლეობას ვენახებში შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და საქართველოს დღევანდელი „მილიარდერი ხელისუფალი“ მწვავედ გააკრიტიკა, განაცხადა რა რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის თავზე, ბიძინა ივანიშვილი სეტყვისაგან მოსავალგანადგურებულ „კახელებს ეუბნება, რომ არც ერთი თეთრის და არც ერთი ლარის ღირსი არ ხართო“.

სრულად...

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ახალი გუბერნატორების დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებს შორის.

სრულად...

„გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია და ეს დასტურდება იმითაც, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა ანგელა მერკელი, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და შესაბამისად, ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენი ურთიერთობების - გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი