პოლიტიკა

„რუთავი 2“-ი იმ გუბერნატორობის კანდიდატთა ვინაობას ასაჯაროვებს, რომელთაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საზოგადოებას ორშაბათს წარუდგენს.

სრულად...

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის დაუჭერს თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალური მოძრაიბის და სხვა პოლიტიკური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

სრულად...

განათლების, მეცინიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურის ჩაცმას, დაუფიქრებელ ნაბიჯად მიიჩნევს. ბატიაშვილის განცხადებით, თემა მგრძნობიარეა და მეტი სიფრთხილეა საჭირო.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გაზზე ტარიფის მატება სხვა პროდუქტების ფასზეც აისახება. ნათელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მისი სარჩელის განხილვისკენ მოუწოდა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ გერმანია არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ნდობის ფონდში და მათთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგი დინამიკა გვაქვს.

სრულად...

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, ხელმოწერების შეგროვების კამპანიას ბათუმში განაგრძობს. პრეზიდენტობის კანდიდატი ბულვარში მხარდამჭერებსაც შეხვდა და პროგრამა გააცნო.

სრულად...

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ოფისი გამთენიისას გატეხეს. ოფისიდან წაღებულია ტექნიკა. 

სრულად...

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. იზორიას თქმით, საქართველო დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.

სრულად...

„ავადსახსენებელი და მე ვიტყოდი ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი“ - ასე მოიხსენია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“  დეპუტატმა ეკა ბესელიამ  „TV პირველის“ გადაცემაში „დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი