GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ „თავისუფლება ფასდაუდებელია და ღირს ბრძოლა“.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის კიევში მოულოდნელ ვიზიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიცემას განიხილავს უკრაინის ომისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. როგორც მან CBS News-ს განუცხადა, ჩინური კომპანიები უკვე უწევდნენ „არალეტალურ მხარდაჭერას“ რუსეთს - და ახალი ინფორმაციით, პეკინმა შესაძლოა „ლეტალური მხარდაჭერა“ უზრუნველყოს. მან გააფრთხილა ჩინეთი, რომ ეს ესკალაცია მისთვის „სერიოზულ შედეგებს“ გამოიწვევს.

სრულად...

GUARDIAN.GE - იმ ფონზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალი ტექნოლოგიით და განახლებული სამიზნე სისტემით აღჭურვილი 31 „მოწინავე“ „M1A2 Abrams“- ის მიწოდებისთვის ემზადება, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აფრთხილებს ჯოზეფ ბაიდენს, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ბირთვული ომის საფუძველს ქმნის.

სრულად...

GUARDIAN.GE - თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მორიგი საიდუმლო ფაილები პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის დელავერის სახლში იპოვეს. მანამდე, მსგავსი დოკუმენტები ბაიდენის თანაშემწეებმა ვაშინგტონის ოფისში აღმოაჩინეს, რომელსაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იყენებდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო სამთავრობო ჩანაწერების მორიგი ნაკრები იპოვეს, რაც თეთრი სახლისთვის მზარდ პოლიტიკური უხერხულობას წარმოშობს. ახლად აღმოჩენილ დოკუმენტებზე თეთრ სახლს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, აღმოჩენა დაადასტურა BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა CBS-მა და სხვა ამერიკულმა მედიამ. ოთხშაბათს ჯერ არ იყო ნათელი, როდის ან სად იპოვეს ფაილების დამატებითი პარტია ბაიდენის თანაშემწეებმა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საიდუმლო დოკუმენტების პოვნით ანალიტიკური ცენტრის ოფისში, რომელსაც იგი პრეზიდენტად არჩევამდე იყენებდა და აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი სრულად თანამშრომლობენ მომხდარის განხილვაში. მან ჟურნალისტებს მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ საიდუმლო დოკუმენტებს სერიოზულად ეკიდება. მისი თქმით, არ იცის, რა იყო დოკუმენტებში. „ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ განხილვაში, რომელიც ვიმედოვნებ, რომ მალე დასრულდება”, - თქვა ბაიდენმა.

სრულად...

GUARDIAN.GE - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განიხილავს პოტენციურად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ყოფილ ოფისში, ანალიტიკურ ცენტრშია აღმოჩენილი. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადვოკატის თქმით, ბაიდენის იურიდიულმა გუნდმა ნოემბერში, ვაშინგტონის „პენ ბაიდენის ცენტრში“, დახურულ კარადში, დაახლოებით 10 ფაილი აღმოაჩინა. დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადაეცა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში სულ მცირე 38 ადამიანია გარდაცვლილი, რაც არქტიკულ ყინვასთან არის დაკავშირებული. ოფიციალური პირების განცხადებით, 34 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში. ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქი ბუფალო დაზარალდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა კანადაში, როდესაც ავტობუსი მოყინულ გზაზე გადატრიალდა ქალაქ მერიტთან, ბრიტანეთის კოლუმბიის დასავლეთ პროვინციაში.

სრულად...

GUARDIAN.GE -  ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება რუსეთთან ომში „იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება“. „თქვენ არასდროს დარჩებით მარტო“, უთხრა ბაიდენმა ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი