GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატი“ რაფაელ უორნოკი იმარჯვებს. იგი „რესპუბლიკელ“ ჰერშელ უოკერს ამარცხებს, იტყობინება CBS-ი, BBC-ის პარტნიორი აშშ-ში და დასძენს, რომ ეს წინასწარი შედეგებია, რაც ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. ამ შედეგით „დემოკრატები“ კონგრესის ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობას ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის გარეშე ქმნიან - 51-49.

სრულად...

GUARDIAN.GE - „რესპუბლიკელებმა“, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის შესაქმენლად საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს, იტყობინება BBC-ის ამერიკული პარტნიორი CBS News-ი. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო ადგილი ოთხშაბათს, კალიფორნიის 27-ე ოლქის მოქმედი კონგრესმენის, მაიკ გარსიას გამარჯვების შედეგად მოიპოვეს. CBS-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტია“ ახლა სავარაუდოდ 218-223 მანდატს მიიღებს კონგრესის 435-ადგილიან ქვედა პალატაში.

სრულად...

GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 2024 წელს კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და პირობა დადო, რომ „ამერიკის ხელმეორედ აღორძინება ახლავე დაიწყება“. მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს მამულში.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 8 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებს დემოკრატიისთვის კარგ დღეს უწოდებს. თეთრ სახლში გამოსვლისას მან თქვა, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „შვებით ამოისუნთქა“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ამჟამად არსებული სურათის მიხედვით, „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაში კონტროლის აღების გზაზე დგანან, მაგრამ სენატისთვის ბრძოლა დანის პირზე გადის იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის შტატებში, ისეთში, როგორიცაა ნევადა, საარჩევნო უბნები მხოლოდ ახლა იხურება. სწორედ ამ შტატებში მიღებული ხმები განსაზღვრავს თუ ვინ შეძლებს უმრავლესობით მოსვლას სენატში.

სრულად...

GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა „ფაქტობრივად აიძულა“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ფლორიდის სახლში განხორციელებული რეიდის დროს მისი პასპორტები მოიპარეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის მარ-ა-ლაგოს სახლიდან 11 საიდუმლო დოკუმენტი ამოიღო, მათგან რამდენიმეს „გრიფით საიდუმლო“ ადევს. ეს პირველი შემთხვევაა ამერიკაში, როცა ექს-პრეზიდენტის სახლი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე ძიების ფარგლებში გაჩხრიკეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს საცხოვრებელ სახლში ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა (FBI) „რეიდი“ ჩაატარა. ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარ-ა-ლაგო „ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტების დიდ ჯგუფს ჰქონდა დაკავებული“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ცხრამეტი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლებისას, 13 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სან ანტონიოს საავადმყოფოში მოთავსებული 66 წლის ქალი და 10 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი