GUARDIAN.GE - მოვლენები რუსეთში სწრაფად ვითარდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მათი მეთაურის, პრიგოჟინის მიერ „ჩათრეული არიან კრიმინალურ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“.

 

სრულად...

GUARDIAN.GE - „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმის ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცოტა ხანში სატელევიზიო მიმართვას გააკეთებს. ამასობაში კი ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბეკ იევკუროვს ხვდება. უცნობია თუ სად არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პრიგოჟინი იევკუროვთან და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მოადგილესთან, ვლადიმერ სტეფანოვიჩ ალექსეევთან ერთად ზის.

სრულად...

GUARDIAN.GE - ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს თავი აარიდონ რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან დამაკავაშირებელ M4 ავტომაგისტრალზე გადაადგილებას, რადგან ამ მიმართულებით სამხედრო კოლონები მიემართებიან.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის „ფე-ეს-ბემ“ (ФСБ) სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მფლობელის წინააღმდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის ჩამოგდების შესახებ მის მუქარას უკავშირდება.

სრულად...

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია ჰქონდა.

სრულად...

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. იგი თავის მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ორ მილიონზე მეტი ხმით (2 292 180) უსწრებს.

სრულად...

წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს და თავის მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს თითქმის სამი მილიონი ხმით უსწრებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, შესაძლებელია, რომ ათწლეულებითაც, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, ვიეტნამში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის დროს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს „პუტინის მლიქვნელს“ ეძახდა და ცემით ემუქრებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ბორის ჯონსონის ყოფილ მთავარ თანაშემწეზეზე, გუტო ჰარიზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტაივანის საკითხზე, ამსტერდამში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობა არ ნიშნავს იმას, რომ პარიზი მის „ვასალს“ წარმოადგენს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი